მდინარე რომელიც გამორჩეულია თევზის სახეობის სიმდიდრით არის ალაზანი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი — 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოსაღმოსავლეთ კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
ალაზანში მობინადრე თევზებია : ლოქო, საზანი, ხრამული, ჭანარი, მურწა, წვერა, ქაშაპი, ნაფოტა, ბლიკა, კაპარჭინა, შამაია, გველანა. ამ თვზებს შორის სპორტსმენები გამოყოფენ ალაზნის ლოქოს ,რადგანაც ეს თევზი ამ მდინარეში შედარებით დიდი იზრდება ,ვიდრე საქართველოს სხვა მდინარეებსა თუ ტბებში. ამ მდინარის ლოქო იზრდება 10 დან 15 კილომდე ეს არის ზომა ,რომელიც უფრო ხშირად ჭერადია, მაგრამ ყოფილა შემთვევები,როდესაც 15 კილოზე დიდი ზომის ლოქოც დაუჭერიათ, ამ ადგილებშ თევზაობის დროს გასათალისწინებელია ის ფაქტიც ,რომ ალაზნისმიდამოებში მრავლად ბინადრობენ ქვეწარმავლები და მორიელები. საქართველოში ყველაზე პოპულალური მდინარე არის მტკვარი ამიერკავკასიის
უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში
742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.
ეს მდინარე ქართველებისათის და კერძოდ თბილისელებისათის არის პოპულალური, რადგანაც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და მისადგომად არის ძალიან მოსახერხებელი ქალაქელისათვის. მტკვარში ბინადრობს: ჭანარი, მურწა, ნაფოტა, წვერა, კარჩხანა, კობრი ,ლოქო ეს არის თევზის სახეობები ,რომლებიც ზოგადად ბინადრობენ ამ მდინარეში მაგრამ ქალაქის ცენტრში მეთევზეები ძირითადად იჭერენ ჭანარს, მურწას, ნაფოტასა და კარჩხანას, ხოლო დანარჩენ სახეობებს ქალაქ გარეთ , ზოგის აზრით, ეს მოვლენა იმიტომ ხდება,რომ მტკვარში ჩაედინება მთლიანი ქალაქის კანალიზაცია და არის ძალიან დაბინძურებული საშენი მასალითა და ნაგვით, ეს ფაქტორი კი უარყოფითდ მოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე , ამ პირობებიდან გამომდინარე ზოგი მეთევზე უპირატესობას ანიჭებს ქალაქ გარეთ თევზაობას, ამ სურვილს ამძაფრებს ისიც ,რომ ნაგვის არსებობა მდინარეში საგრძნობლად აძნელებს თევზაობას ,რადგანაც ხშირია ძუის ჩაწყვეტა, და ანკესის გატეხვა. ქალაქ გარეთ მეთვზენი უპირატესობას ანიჭებენ რუსთავისა და მცხეთის მხარეს არსებლ მტკვრის ნაწილს ,რადგანაც არის დაწმენდილი და არ არის დაბინძურებული.