ცისარტყელა კალმახი და ფოლადისთავა ძვირადშეფასებულ სათევზაო სახეობას წარმოადგენს. ცისარტყელა კალმახი პოპულარული სამიზნეა სამრეწველო მეთევზეებისთვისა და გამოიყენება ზოგიერთი ანკესით თევზაობის მეთოდი. სატყუარას იყენებენ თევზაობის სხვადასხვა მეთოდებით. ცისარტყელა კალმახი ასევე შესაძლოა დაჭერილ იქნას მრავალფეროვანი ცოცხალი თუ მკვდარი ბუნებრივი სატყუარას საშუალებებით. თევზაობის საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიო რეკორდად სცნობს სასკაჩევანის დიფენბეიკერის ტბაზე 2009 წლის 5 სექტემბერს შონ კონრადის მიერ დაჭერილ ცისარტყელა კალმახს. თევზი იწონიდა 22 კგ-ს (48 ფუნტი) და ინკუბატორში გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო. ბევრი მეთევზე ცისარტყელა კალმახს თვლის კალმახებს შორის ყველაზე რთულ სახეობად, რადგანაც როგორც ცნობილია ეს თევზი იმითაა ცნობილი, რომ იგი ხტის, როცა ის ედება კაუჭს და ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. იგი შედის ჩრდილოეთ ამერიკის ხუთ საუკეთესო "სპორტული" თევზების სახეობებში და ყველაზე მნიშვნელოვანი სათევზაო თევზია როკის მთების (Rocky Mountains) დასავლეთში.
არსებობს ტომობრივი კომერციული თევზის ფერმები ფოლადისთავებისთვის ფიუჯეთ საუნდში, ვაშინგტონის სანაპიროზე და მდინარე კოლუმბიაზე, მაგრამ არსებობს სხადასხვა აზრი ადგილობრივი მარაგის ზედმეტად თევზაობის შესახებ.
ცისარტყელა კალმახის ძალიან სასურველი სპორტული მახასიათებლები და ინკუბატორში გამოყვანისა და ახალ საცხოვრებელ გარემოსთან შემგუებლობამ გამოიწვია მისი მრავალ ქვეყანაში შეყვანა მსოფლიოს გარშემო. ამგვარი შეყვანის ბევრმა პროცესმა გამოიწვია გარემოსა და ეკოლოგიის პრობლემები, რადგანაც შეყვანილმა ცისარტყელა კალმახმა დაარღვია ადგილობრივი ეკოსისტემა და განდევნა ან გაანადგურა ადგილობრივი თევზები. სხვა შეყვანებმა, რაც ანკესით თევზაობის მხარდასაჭერად იყო გათვლილი თევზით დაუსახლებელ ან ნაკლებად დასახლებულ მდინარეებში, შექმნა მსოფლიო კლასის ისეთი სათევზაოები, როგორიცაა მდინარე ფაიარჰოლი იელოუსთოუნის ეროვნულ პარკსა და დიდ ტბებზე.
 

დაინტერესდით?

ცისარტყელა კალმახი და ფოლადისთავა ძვირადშეფასებულ სათევზაო სახეობას წარმოადგენს. ცისარტყელა კალმახი პოპულარული სამიზნეა სამრეწველო მეთევზეებისთვისა და გამოიყენება ზოგიერთი ანკესით თევზაობის მეთოდი.

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები