ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო ხარისხის სამტრედიაში გაზრდილი კალმახით, რომელიც წარმოებულია უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით. ჩვენი თევზის ფერმა იყენებს უახლეს შვედურ თევზის მეურნეობის ტექნოლოგიებს. წყლის საირიგაციო სისტემა მარაგდება მდინარის წყლით, ხოლო თევზს მიეწოდება უმაღლესი ხარისხის საკვები გრანულების სახით. ჩვენი შვედური ინჟინრები აკონტროლებენ თევზის ხარისხს და უზრუნველყოფენ თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდებას ეკო ფერმერობისათვის.
ბებოს ფერმა არის ოჯახური ბიზნესი, რომელმაც დაიწყო მტკნარი თევზის მოშენება სპეციალურ ავზებში. 1993 წელს ჩვენ დავიწყეთ თევზის ბიზნესი რუსეთში და ვმუშაობდით 20 წელი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელში ჩაგვივარდა შესაძლებლობა სამტრედიაში შეგვეძინა მოქმედი თევზის ფერმა. ჩვენ ავამუშავეთ თევზსაშენი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და ვამაყობთ, რომ ამ სფეროში ინოვატორები ვართ. ჩვენი თევზი საუკეთესო ინჟინერთა და აგრონომთა მიერაა წარმოებული და 100% ეკოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენს. ჩვენს კლიენტებს ვაძლევთ მაღალი ხარისხის გარანტიას. ჩვენი თევზი ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე ბუნებრივ გარემოშია გაზრდილი.